სამოქალაქო კოდექსში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კანონპროექტი, რომლის ავტორიც „პატრიოტთა ალიანსია“, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ერთ-ერთი ცვლილებით, სავალდებულო გახდება თანაცხოვრების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ მეუღლის დარეგისტრირება.
„კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ 183-ე მუხლში მე-2 პუნქტის დამატებას, რაც გულისმობს თანაცხოვრების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ მეუღლის დარეგისტრირებას,“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.