ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5317 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.11 თეთრი შეადგინა.
სავალუტო ჯიხურებში კი ამ დროისათვის, დოლარის ღირებულებამ 2.55 ლარს მიაღწია. კერძოდ, მოქალაქეებს დოლარის ყიდვა ჯიხურებში ძირითადად 2.54-2.55-ის ფარგლებში შეუძლიათ. მის გაყიდვას კი 2.52 ლარად მოახერხებენ.
რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა სავალუტო ჯიხურებში 2.98-2.99 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.95-2.97 ლარად შეეძლებათ. ცნობისთვის, ევროს ოფიციალური კურსი 2.9813 ლარია.