9 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური „მილენიუმ თაობისთვის“

ამერიკულმა ორგანიზაციამ News & World Report-მა „მილენიუმ თაობისთვის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში მოცემულია მხოლოდ ის პოზიციები, რომელიც ან საერთოდ არ ითხოვს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს ან მხოლოდ ბაკალავრის ხარისხია საკმარისი. რეიტინგში წარმოდგენილია პოზიციები, რომელიც ხელმისაწვდომია 20-34 წლის პირებისთვის აშშ-ში.

წარმოგიდგენთ 9 ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციას, წლიური შემოსავლის მიხედვით, ამერიკის მასშტაბით.

9. ბუღალტერი - $75,280

8. საოპერაციო კვლევების ანალიტიკოსი - $84,180

7. რადიოლოგი თერაპევტი - $84,460

6. გარემოს დაცვის სპეციალისტი - $88,040

5. მექანიკოსი ინჟინერი - $88,190

4. კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი - $90,180

3. კომპიუტერული პროგრამების მკვლევარი - $102,160

2. „აქტუარი“(სტატისტიკოსი) - $110,560

1. საბანკო ოფიცერი (ფინანსური მრჩეველი) - $118,050

კოკა კვირკველია