Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2.5575 ლარად ივაჭრება.
„ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა დღეს, 1 აშშ დოლარი/2.5365 ლარით დაიწყო, თბილისის დროით 15.50 საათზე კი 1 აშშ დოლარი 2.5575 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგზე“ ვაჭრობის შედეგები სწრაფად იცვლება.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით კი, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5317 ლარია.