ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა შეაჯამა.
ელჩის თქმით, მცირეა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც შენგენის ზონის გადაკვეთაზე უარი ეთქვა.
"ევროკავშირის მხარე მონიტორინგის ანგარიშს ამზადებს, სადაც უვიზო რეჟიმის შედეგები უფრო დეტალურად იქნება ასახული. ვიმედოვნებ, რომ დღეს არსებული პროგრესი გაგრძელდება", - განაცხადა ელჩმა.