Pixel Buds - ასე ქვია კომპანიის ახალ მოწყობილობას, რომელიც ტექნოლოგიურმა გიგანტმა Googl-მა საკუთარი პროდუქციის მასშტაბურ პრეზენტაციაზე წარმოადგინა.
ამ მოწყობილობის მთავარი ხიბლი კი ვიზუალის გარდა, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობებია - მას სინქრონულ რეჟიმში შეუძლია 40 ენაზე თარგმნოს მოსაუბრის ლაპარაკი.
ეს არის უსადენო ყურსასმენები, რომელიც მარჯვენა ყურსასმენის ხელის დაკარებით სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგალითად ირთვება „გუგლ ასისტენტი“, უკრავს მუსიკას, ახორციელებს ზარებს და სხვა. თუმცა, ყველაზე მთავარი სწორედ თარჯიმნის ფუნქციაა, ყურსასმენი Google Translate-ის დახმარებით რეალურ დროში ახერხებს საუბრის თარგმნას და თქვენთვის გასაგებ ენაზე მოწოდებას. ამ დროისთვის ეს ფუნქცია 40 ენაზე გამოიყენება და არ არის გამორიცხული, სამომავლოდ მისი დიაპაზონის გაფართოებაც მოხდეს.
Pixel Buds-ს მოჰყვება საკუთარი სათავსო, რომელიც ამავდროულად ითავსებს მისი დამტენის ფუნქციას. თავად ყურსასმენების ელემენტები კი სრული დატვირთვით 5 საათი ძლებს. ყურსასმენი კომპანიის საფლაგმანო სმარტფონთან, Pixel 2-თან ერთად გამოვა, თუმცა მისი შეძენა ცალკეც შეგიძლიათ 159$-ად.
კოკა კვირკველია