„სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში „სილქ თაუერის“ სახელწოდებით ცათამბჯენს ააშენებს.
ამის შესახებ, კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა, ამერიკული CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს იყო ახალი რეალობა. ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს უკვე განსხვავებული სიტუაცია იყო და ჩვენ ერთობლივად, ორივე მხარის კეთილი ნებით, შევთანხმდით ამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მჯერა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი შენობის თემა, ჩემთვის ეს იყო უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები, რაც, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი შენობა. ახლა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს და ვაშენებთ ცათამბჯენს, „სილქ თაუერის“ სახელწოდებით, ზუსტად იმ არქიტექტურული კონცეფციით, რომელიც დამტკიცებული იყო ბატონი ტრამპის და ტრამპის ორგანიზაციის მიერ 2012 წელს მისი საქართველოში ვიზიტის დროს, და მე მჯერა, რომ ეს სუპერ-წარმატებული პროექტი იქნება“, განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
პროექტის პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელთანაც სავალდებულო ძალის მქონე მემორანდუმი გაფორმდა.