თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რიყეზე მდებარე ამფითეატრის შენობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია.
შესაბამისი კომენტარი კალაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში გააკეთა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჯერ ამფითეატრთან დაკავშირებით იდეა არ აქვს.
”ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, თუ რას განვახორციელებთ. ჯერ იდეა არ გვაქვს. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, - განაცხადა კახა კალაძემ.