თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე „ზარაფხანას“ შენობა იყიდება. საუბარია, 16,000 კვადრატულ მეტრამდე კეთილმოწყობილი ფართის მქონე 26,795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე.
როგორც კომპანიის Colliers International Georgia ვებგვერდზეა აღნიშნული, სახელმწიფოსგან საკუთრების გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა - 2 100 000 დოლარია (მათ შორის დაგროვილი გადასახადები და ჯარიმები); 1 700 000 დოლარი კი 2019 წლის მესამე კვარტლამდე (გადახდები უნდა განხორციელდეს კვარტალურად) არის გადასახდელი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მფლობელი სამრეწველო საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის შესყიდვით (2,000 კვ. მეტრამდე მდე მიწის ფასი 1 000 000 დოლარია) კმაყოფილი იქნება.
რეესტრის მონაცემებით, შპს „ზარაფხანას“ 100%-იან წილს შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული FIORLANE LIMITED-ია. ამასთან, როგორც რეესტრის 11 აგვისტოს ამონაწერშია აღნიშნული, მიმდინარეობს „ზარაფხანა დეველოპმენტის“ რეაბილიტაციის საქმისწარმოება. რეაბილიტაციის მმართველი კი შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“-ია.