თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყეზე მდებარე ამფითეატრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი ანალიზის შედეგად მიიღება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ამფითეატრის ამჟამინდელი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა.
"უნდა შეფასდეს არსებული მდგომარეობა, უნდა გაკეთდეს ანალიზი და ანალიზის შედეგად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა",- განაცხადა კალაძემ.