ვიქტორ დოლიძე - სამწუხაროდ, პრემიებს ჩემს თანამშრომლებზე ვერ გავცემ

სამწუხაროდ, პრემიებს ჩემ თანამშრომლებზე ვერ გავცემ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემია-დანამატები შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებით ჯილდოთი შეიცვალოს.

"არანაირ დამატებებზე საუბარი არ არის. ერთი წელია სამინისტროში ვარ და ალბათ, ნახეთ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქამრები შემოვიჭირეთ და სამწუხაროდ, პრემიებს ჩემს თანამშრომლებზე ვერ გავცემ, იმ ხალხზე, რომლებსაც ეს პრემიები მართლა ეკუთვნით. ძალიან სამწუხაროდ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.