გასული და მიმდინარე კვირის ფინანსური ბაზრის მიმოხილვა

ლარი აგრძელებს გაუფასურებას.

ეროვნული ბანკი ლარიზაციის პროექტს აგრძელებს, მაგრამ ეს პროექტი გრძელვადიანია, ამიტომ ჯერ ვერ ეწინააღმდეგება გამყარებულ დოლარს და ევროს. პარასკევის, 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 56 თეთრი შეადგინა. ხოლო ერთი ევროს ღირებულება 3 ლარი გახდა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია.

bpn

გასულ კვირას, 25 ოქტომბერს, Bitcoin Gold-ის დებიუტი შედგა საერთაშორისო ბაზარზე. ახალად შექმნილი კრიპტოვალუტა პირველ დღესვე 70%-ით დაეცა. მიუხედავად ამისა, მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სპეციფიკური ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით ბიტკოინ გოლდის მოპოვება 50-ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე ტრადიციული ვიდეო კარტებით. 

ამ სიახლეების ფონზე ბაზარზე გაურკვევლობა წარმოიშვა, რაც ბიტკოინის ფასზეც აისახა. კვირის დასაწყისში გამყარებული კრიპტოვალუტა პარასკევს ისევ დასუსტდა და 5725$-მდე ჩამოვიდა.

bpn

გასულ კვირას საკმაოდ აქტიური იყო ნავთობი. შავი ოქრო გამყარდა, რადგან ინვესტორები ოპტიმისტურად უყურებენ ნოემბერში ჩანიშნულ ოპეკის მომდევნო შეხვედრას, რის ფონზეც იზრდება მოთხოვნა პროდუქტზე.

ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ სამეფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს წარმოების შემცირებას, რათა განთავისუფლდეს ბაზარი ჭარბი მარაგებისგან. ამ განცხადების ფონზე ნავთობმა გადააჭარბა ამ წლის თებერვლის მაქსიმუმს. Brent-ის ხარისხის ნავთობი 56$-დან ავიდა 60$-მდე. ხოლო Wti-ის მარკის 51$-დან 54$-მდე.

bpn

საფონდო ბირჟაზე ინვესტორების ყურადღება გადატანილი იყო Amazon-ის აქციებზე. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 530 მილიარდი გახდა 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად. ამაზონის მოგებამ 61,7 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ამაზონი ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას იწყებს და სამედიცინო მოწყობილობების განვითარებაზე მუშაობს. ასევე რამდენიმე სააფთიაქო ქსელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ სიახლეების ფონზე ამაზონის აქციებმა რეკორდული მაჩვენებელი, 1104 დოლარი დააფიქსირა. 

bpn

რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, ფორექსზე ინვესტორების ყურადღება გადატანილი იყო ძირითადად კანადურ და ევროპულ ვალუტებზე. კვირის მანძილზე ასევე აქტიური იყო ბრიტანული ფუნტი.

ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, კანადის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა იგივე 1%, რამაც ბაზრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და კანადური დოლარი დასუსტდა ყველა ვალუტასთან მიმართებაში. USD/CAD-ის წყვილი 1.26-დან ავიდა 1.29-მდე.

bpn

იგივე დღეს, ოთხშაბათს, ბრიტანეთიდან გამოვიდა მთლიანი შიდა პროდუქტის დადებითი მაჩვენებელი, კვარტალური 0.4%-ის ნაცვლად 0.3%-ის, ხოლო წლიური 1.5 ნაცვლად 1.4-ის, რის ფონზეც ბრიტანული ფუნტი გამყარდა. ფუნტი-დოლარის წყვილი 1.31-დან ავიდა 1.32-მდე.

27 ოქტომბერს ამერიკამ მთლიანი შიდა პროდუქტი გამოაქვეყნა დადებითი 3%, ნაცვლად 2.5%-ის, რის ფონზეც გამყარებული ფუნტი ამერიკულ დოლართან მიმართებაში დასუსტდა და 1.32-დან ჩამოვიდა 1.30-მდე.

bpn

ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იყო საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. ფედ ბანკმა განაკვეთი დატოვა იგივე 0%-იან ნიშნულზე. 

თანხმლებ განცხადებაში ბანკის მმართველმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ბანკი პროექტის შეწყვეტის ნაცვლად გააგრძელებს 2018 წლის ბოლომდე ყოველთვიურად 30 მილიარდი ევროს ღირებულების ობლიგაციების შესყიდვებს. ამ განცხადების ფონზე ევრო დასუსტდა. EUR/USD-ის წყვილი 1.18-დან ჩამოვიდა 1. 15-მდე. 

bpn

გადავიდეთ მიმდინარე კვირაზე. 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით კალენდარი დატვირთული იქნება სხვადასხვა ქვეყნების საპროცენტო განაკვეთებით და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფორმაციებით. ორშაბათი, როგოც ყოველთვის, ტექნიკურად კარგი სავაჭრო დღეა. შეგიძლიათ ევროს კორექციაზე ივაჭროთ. 

სამშაბათს, 31 ოქტომბერს, დილის 7 საათზე იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. დღის 14 საათზე ევროზონიდან გამოვა უმუშევრობის დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი, ხოლო საღამოს, 18 საათზე ამერიკა გამოაქვეყნებს მომხმარებლის სიმტკიცის ინდექსს. ყურადღება მიაქციეთ: CAD/JPY; GBP/JPY; EUR/JPY და USD/JPY-ის წყვილებს. 

ოთხშაბათს, 1 ნოემბერს, ღამის 1 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე. 22 საათზე ამერიკის ფედ ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. ვაჭრობა რეკომენდირებულია შემდეგ წყვილებზე: AUD/NZD; EUR/NZD და NZD/USD.

ხუთშაბათს, 2 ნოემბერს, დილის 5-ის ნახევარზე ავსტრალია გამოაქვეყნებს სავაჭრო ბალანსს. 12 საათსა და 55 წუთზე გერმანიიდან გამოვა უმუშევრობის დონე. ხოლო 16 საათზე ინგლისის ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. აქტიური წყვილები იქნება: AUD/USD; EUR/USD; EUR/GBP და GBP/USD.

პარასკევს, 3 ნოემბერს, 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკიდან გამოვა უმუშევრობის დონე და ნონფარმი. იგივე დროს კანადაც გამოაქვეყნებს უმუშევრობის დონეს და დასაქმებულთა რაოდენობას. ყურადღება მიაქციეთ ამერიკულ და კანადურ ვალუტებს.