რა ეღირება ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი, რომელიც ბაზარზე 1 თვეში გამოჩნდება

გადასატანი კოტეჯების ახალი ქართული ბრენდი Kote.ge, რომლის აწყობაც 25 წუთშია შესაძლებელი, ბაზარზე 30 ნოემბრიდან გამოჩნდება.

თავდაპირველად, 9 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯების რეალიზაცია დაიწყება, რომლის ფასიც მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება, თუმცა, ზოგადად კოტეჯების საორიენტაციო ღირებულება ამჟამად 5 000 ლარია. Kote.ge-ს დამფუძნებლის, ლევან ტყემალაძის თქმით, შესაძლოა, მომხმარებელს 4 500 ლარიანი არჩევანიც შესთავაზონ.

"ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ მომხმარებელს რა მოთხოვნები ექნება," – განმარტავს ის.

ფასის განსაზღვრა კომუნიკაციების მიხდვითაც მოხდება. ლევან ტყემალაძის თქმით, კანალიზაციისა და ნარჩენების გადამუშავებისთვის კომპანიას რამდენიმე ვარიანტი აქვს,–"თუ ლოკაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ცენტრალურ საკანალიზიო სისტემაზე დავერთოთ, თვითონ კოტეჯს ყველაფერი წინასწარ ექნება დამონტაჟებული და მხოლოდ მილების შეერთება დაგვჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი ან ლოკაცია ამის საშუალებას არ გაძლევს და იქ კომუნიკაციები არ არის, არის სპეციალური ნარჩენგადამამუშავებელი სისტემები, შედარებით ხელმისაწდომიც და ძვირიც, რომელსაც დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ," – აღნიშნავს Kote.ge-ს დამფუძნებელი. იხილეთ გაგრძელება