2016 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 58 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.
საქსტატის მონაცემებით, ამ სუბიექტებიდან 77,6% ქალაქ თბილისშია განთავსებული, 10,3% - აჭარაში, 5,2% - იმერეთში, 3,5% - კახეთში, ხოლო დანარჩენი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.
გასულ წელს საქართველოში გზავნილების მიწოდებას საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 165 სერვის ცენტრი ახორციელებდა, რომლებშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 3,7 ათასი კაცი შეადგინა. აქედან 891 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.
ჯამში, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2016 წლის განმავლობაში 5 249,6 ათასი წერილობითი კორესპოდენცია და 1 336,4 ათასი ამანათია გაგზავნილი.