ამერიკული ცხოვრების სტილი და წესები ეტაპობრივად მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც ვრცელდება.
40 წლის წინ გელა ჩარკვიანს ლეგენდარული ქსელის KFC-ის დამფუძნებლისთვის უთქვამს, ვინ იცის იქნებ ერთ დღეს თქვენი რესტორანი ჩემს ქალაქშიც გახსნანო. ეს 1974 წელს იყო, როცა ახალგაზრდა გელა ჩარკვიანი აშშ-ში ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს თარჯიმნად გაჰყვა და პოლკოვნიკ სენდერსთან შეხვედრაც მოახერხა. გავიდა 40 წელი და ამერიკული ბრენდი თბილისშიც გამოჩნდა. ახლა კი KFC დედაქალაქში უკვე მე-5 რესტორნის გასახსნელად ემზადება.
”ერთ დღეს ბუკიას ბაღთან მივდივარ და ვხედავ პოლკოვნიკი სენდერსი მიყურებს შუშის ფანჯრიდან. მაშინ გავიფიქრე, რომ ცხოვრება ადამიანის ფანტაზიაზე უფრო ძლიერია. ის რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს, ხშირად ფანტაზიაშიც კი არ გაგივლია. მართალია, მე მაშინ ვთქვი, მაგრამ არასდროს დამიჯერებია, რომ ოდესღაც პოლკოვნიკი სენდერსი თბილისში გამოჩნდებოდა,” - იხსენებს გელა ჩარკვიანი.
ამერიკული მოგზაურობისა და პოლკოვნიკ სენდერსთან შეხვედრის შესახებ გელა ჩარკვიანი თავად გიამბობთ.