ჩემს მომავალ საქმიანობაზე მას შემდეგ გაიგებთ, რაც შემაჯამებელ ანგარიშს წარვადგენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შემაჯამებელ ანგარიშს 10 ნოემბერს წარადგენს.
„ჩემ მომავალ საქმიანობაზე აუცილებლად გაიგებთ, როგორც კი შემაჯამებელ ანგარიშს გავაკეთებ და დავასრულებ საქმიანობას თბილისის მერიაში. ამას აუცილებლად გაცნობებთ. სამი წლის შემაჯამებელი ანგარიში იქნება 10 ნოემბერს. ვაპირებთ საუბარს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, იმ შედეგებზე, რაც გვაქვს და ფართო საზოგადოებას მივაწვდით ამ ინფორმაციას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.