Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2. 6137 ლარად ივაჭრება.
„ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა დღეს, 1 აშშ დოლარი 2. 5965 ლარით დაიწყო, თბილისის დროით 15.48 საათზე კი 1 აშშ დოლარი 2. 6137 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგზე“ ვაჭრობის შედეგები სწრაფად იცვლება და დღის განმავლობაში 1 დოლარი 2.6225 ლარადაც კი ივაჭრებოდა.
ბოლო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში ფაქტობრივად ყოვედღიურად უფასურდება. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით კი, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5873 ლარია.