მსოფლიოში საწარმოო ტრავმების და დაავადებების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის 3,94% იკარგება, რაც წელიწადში 2,68 მილიარდ ევროს უდრის.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ევროკავშირის შემთხვევაში ეს მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის 3,3%-სა და 476 მილიარდ ევროს წარმოადგენს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების შემთხვევაში, ამ თანხის დაზოგვა შეიძლება.
საწარმოო ტრავმებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები მსოფლიოში გარდაცვალების საერთო რაოდენობის 86%-ს, ხოლო ევროკავშირში - 98%-ს შეადგენს.
ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, სამუშაო პირობებით გამოწვეული კიბო ევროკავშირის მშპ-ის 0,81%-ს - 119,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.