„თურქეთის ავიახაზების“ თბილისი-სტამბულის ფრენები უფრო კომფორტული, განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით - AIRBUS 330 -ით შესრულდება, - ამის შესახებ თურქეთის საელჩო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, „თურქეთის ავიახაზები“, რომლისთვისაც მგზავრების კომფორტი უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, აგრძელებს ინოვაციური და შეუდარებელი მომსახურების შეთავაზებას.
”31 ოქტომბრიდან, „თურქეთის ავიახაზები“, პირველად საქართველოს ავიაბაზარზე, რეგულარულ რეისებზე სთავაზობს მომხმარებელს განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით ფრენას.
„თურქეთის ავიახაზების“ რეისები სტამბული-თბილისი-სტამბული, რეისის ნომრით TK386/TK387, შესრულდება A330 -ით, რომელიც აღჭურვილია ბოლო თაობის ტექნოლოგიებით და მრავალი ჯილდოს მფლობელი საბორტო გასართობი სისტემით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.