სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა , - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.050 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.122 პროცენტით განისაზღვრა.