უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან - 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით 71 წელს გადაცილებულმა საქართველოს 1252-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო 7 წლამდე ასაკის 4299-მა მოქალაქემ.
ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსმა” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატიდან გამოითხოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, უვიზო რეჟიმით ისარგებლა 0-7 წლამდე ასაკის 4299-მა მოქალაქემ, 8-17 წლამდე ასაკის 8909 მოქალაქემ, 18-25 წლამდე ასაკის 19489 მოქალაქემ, 26-30 წლამდე ასაკის 17752-მა მოქალაქემ, 41-50 წლამდე ასაკის 18052-მა მოქალაქემ, 51-60 წლამდე ასაკის 11 836-მა მოქალაქემ და 61-70 წლამდე ასაკის 5164-მა მოქალაქემ.
სტატისტიკური მონაცემებით, შენგენის ზონაში ვიზიტის მსურველთა ყველაზე დიდი რაოდენობა 31-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. შენგენის ზონაში ამ ასაკის სულ საქართველოს 28597 მოქალაქე იმყოფებოდა.
ამასთან, მონაცემების თანახმად, უვიზო რეჟიმით 61 747-მა ქალმა და 53587-მა მამაკაცმა ისარგებლა.
მონაცემები მოიცავს პერიოდს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან - 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.