რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე პროცესები თვეში ერთხელ გაიმართება

მოსამართლემ  გიგი უგულავას შუამდგომლობა სასამართლო პროცესების გამართვასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებამდე დაცვის მხარის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ განაცხადა.

გაბაიძის თქმით, წინა პროცესებზე, გიგი უგულავამ მოსამართლეს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო პროცესები არ გამართულიყო და სწორედ უგულავას აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება საქმის განხილვას, დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით განახლდა. პროცესი ამ წუთებში მიმდინაროებს და მასზე ორი ნოტარიუსი დაიკითხება.

როგორც პროკურორმა გიგა ძნელაძემ პროცესის დაწყებამდე განმარტა, აღნიშნული ნოტარიუსები "ტელეიმედთან" დაკავშირებული ხელშეკრულებების შესახებ ისაუბრებენ.