ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იმ მიზეზებზე წერს, თუ რატომ უნიშნავენ ექიმები პაციენტებს ძვირადღირებულ და დიდი რაოდენობით წამლებს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რა განაპირობებს პაციენტისთვის ძვირადღირებული და ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად დიდი რაოდენობის წამლების დანიშვნას საქართველოში?
1. ფასწარმოქმნის გაუმჭირვალე სისტემა
2. გენერიკების შესახებ დაბალი ცოდნა და უნდობლობა
3. ხარისხის კონტროლის არარსებობა
4. ექიმების დაბალი კვალიფიკაცია
5. გარიგება ფარმაცევტულ კომპანიებთან
6. ოლიგოპოლიური ბაზარი ქვეყანაში
7. შეუმდგარი ელექტრონული სარეცეპტო სისტემა
8. ფასწარმოქმნის პროცესებზე ზომიერი რეგულაციების არარსებობა
9. ფარმაცევტული პროდუქტების რეკლამირების წესების არასებობა/შეუსაბამობა
10. ექიმების მიზერული ხელფასები", - წერს ჩიხლაძე