ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდა.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც რეიტინგში პოლიტიკაში მიღწეული წარმატებებისა და Brexit-ის პროცედურის დაწყების გამო მოხვდა.
მესამე ადგილზეა მილიარდერ ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი, რომელმაც წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად გრანტებზე 40 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ Facebook-ის ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგი და General Motors-ის გენერალური დირექტორი მერი ბარა.
ყველაზე დრამატული ცვლილება ჰილარი კლინტონს შეეხო, რომელმაც ერთ წელიწადში მეორე ადგილიდან 67-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 26-ე პოზიციაზე, აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი კი 19-ე პოზიციაზე არიან.
რეიტინგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმღვანელმა კრისტინ ლაგარდმა მე-8, ხოლო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ - მე-17 ადგილი დაიკავა.