მცხეთა-თბილისი-რუსთავი-გარდაბანი შესაძლოა ერთამანეთს საქალაქო ტიპის რკინიგზით დაუკავშირდეს

დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მოსაზრებით, შესაძლოა მცხეთა-თბილისი-რუსთავი და გარდაბანი ერთმანეთს საქალაქო ტიპის რკინიგზის, ე.წ. S-Bahn-ის ან ტრამვაით დაუკავშირდეს.

„რკინიგზის თემასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებაა, რომ სატვირთო შემადგენლობები იქ აღარ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება სამგზავროს, ვერ ვხედავთ საჭიროებას, რომ სამგზავრო შემადგენლობა ქალაქის ამ ნაწილში იქნას შენარჩუნებული. საუბარია, 10 კილომეტრიან მონაკვეთზე - ნავთლუხის სადგურიდან დიდუბემდე. თუმცა, ვთვლით, რომ სატრანსპორტო დერეფანი იქ დარჩეს. კერძოდ, ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ სატრანსპორტო დერეფანში შეიძლება საქალაქო ტიპის რკინიგზის ე.წ. S-Bahn-ის ან ტრამვაის შემადგენლობის გაშვება რომელიც აგლომერაციის შემაერთებელი იქნება ეს არის მცხეთა-თბილისი-რუსთავი-გარდაბანი,“-აღნიშნა სალუქვაძემ.