საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ-ს ზრდა წელს 4% იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4,0% იქნება, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 4,2%-მდე გაიზრდება.

ამავე ანგარიშით, სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ 2022 წლისთვის საქართველოს მშპ-ის ზრდა 5,5%-ს მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 3,6% იქნება, მომავალ წელს კი - 3,7%.