ვენესუელაში მინიმალური ხელფასი 4,3 დოლარამდე გაიზარდა

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ ბრძანება გამოსცა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მინიმალური ხელფასი 30%-ით გაიზარდა და 177,5 ათასი ბოლივარი შეადგინა („შავ ბაზარზე“ არსებული კურსით ეს 4,3 აშშ დოლარს შეადგენს).

გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელაში ეს წლის დასაწყისიდან მინიმალური ხელფასის გაზრდის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

ამავდროულად ყოველთვიური გადახდები ძირითადი პროდუქტების ყიდვაზე 48%-ით გაიზარდა და 279 ათასს ბოლივარს შეადგენს.

შესაბამისად, მინიმალური ხელფასის საერთო თანხა 456,5 ათას ბოლივარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პენსია 30%-ით გაიზრდება და 230,8 ათას ბოლივარს შეადგენს.