გიორგი კაკაურიძე - ბიუჯეტში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს

ბიუჯეტში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავენ.

მინისტრის მოადგილეს ოპოზიციამ შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც დაუსვა, თუ რატომ არ ხდება 2018 წლით ბიუჯეტით პენსიების ზრდა.

„წელს არ არის ბიუჯეტში იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს. სწორედ ამიტომ არის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ის პროგრამები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.