2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 10 მილიონი ლარით გაიზრდება.
როგორც ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტშია აღნიშნული, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება 4 მილიონი ლარიდან 14 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით კვლავ გრძელდება მუშაობა და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას გათვალისწინებული იქნება სათანადო რესურსი აღნიშნული მიმართულებით,“ - აღნიშნულია პროექტში.
ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 276 მილიონი ლარი.