კომპანია „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა საკუთარი კომპანიიდან, სადაც 33 ათასი ადამიანია დასაქმებული, 700 ადამიანი გაათავისუფლა.
"ტესლაში" დასაქმებულთა 2 პროცენტის სამსახურიდან დათხოვნის მთავარ მიზეზად მასკმა მათი დაბალი კვალიფიკაცია დაასახელა და ჟურნალისტები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და მის გადაუმოწმებლობაში დაადანაშაულა.
„ყველა ჟურნალისტს, ვინც ამის შესახებ დაწერა, ნამდვილად უნდა შერცხვეს“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, „ტესლა“ არის კომპანია, რომელიც რეგულარულად ამოწმებს თანამშრომლების მომზადების დონეს და ამ ადამიანებმა ეს მაღალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს.
რამდენიმე კვირის წინ Tesla-მ რეკორდულად დაბალი შემოსავლების შესახებ განაცხადა, რაც ჟურნალისტების აზრით, შტატების შემცირების მიზეზი გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანიამ თანამშრომელთა დათხოვნის შესახებ განმარტება გააკეთა.
კოკა კვირკველია