საქართველოში iPhone X-ი პირველ ეტაპზე 4 999 ლარი ეღირება

საქართველოში iPhone X-ის გაყიდვები 5 ნოემბრიდან დაიწყება.

როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ iPhone X ბაზარზე ჯერჯერობით დეფიციტურია, მისი ღირებულება საშუალოდ 4 999 ლარი იქნება. თუმცა, მათი ცნობით, რამდენიმე კვირაში ფასი სავარაუდოდ, დასტაბილურდება.

აღსანიშნავია, რომ iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი 29 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქემ 19 999 ლარად შეიძინა.

iPhone X ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა 8 სექტემბერს წარადგინა. მას უკვე უწოდეს მომავლის სმარტფონი.