ვინ იყვნენ მსოფლიოში პირველი ქალი პილოტები

დღეს ქალი პილოტად არავის უკვირს, თუმცა წლების წინ ავიაციაში ქალის ხილვა წამოუდგენელი იყო. წარმოგიდგენთ ქალ პილოტებს, რომელთაც პირველად იფრინეს, აიღეს ლიცენზია და შემოუფრინეს მსოფლიოს.

პირველი ქალი მფრინავი

პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავი მართა, ფრანგი ტერეზა პელტიერი იყო. 1908 წელს ტერეზა მფრინავის ლიცენზიის გარეშე გაფრინდა. გაფრენამდე ორი წლით ადრე ტერეზა ასევე პირველი ქალი მგზავრიც გახდა. პირველი ქალი კი, რომელმაც აეროპლანი მართა, ბეტი სტუარტი იყო.

პირველი ლიცენზირებული ქალი პილოტი

1910 წელს ბარონესა ელისე რაიმონდ დე ლაშორე საფრანგეთის საჰაერო კლუბიდან მსოფლიოში

პირველი ლიცენზირებული ქალი პილოტი გახდა. 1909 წელს მფრინავი ჩარლზ ვოისინი დათანხმდა მისთვის ფრენა ესწავლებინა. ლიცენზიის მიღების შემდეგ დე ლაშორემ მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის ჰელიოპოლისის, ასევე სანქტ-პეტერბურგის, ბუდაპეშტისა და რუნენის საავიაციო შეხვედრებში.

პირველი ამერიკელი ლიცენზირებული პილოტი კი 1911 წელს ჰარიეტ ქუიმბი გახდა. bpn

პირველი აფრო-ამერიკელი ქალი პილოტი

1921 წელს ბესიე კოლემენი პირველი აფროამერიკელი გახდა, რომელმაც პილოტის ლიცენზიის მიღება შეძლო. იგი 1893 წელს 12 ბავშვიან ოჯახში, ტეხასში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოლემი საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. კარიერის გასაკეთებლად იმ პერიოდში კანის ფერის გამო ქალებს მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობები ჰქონდათ, შესაბამისად მომავალი მფრინავი ერთ-ერთ სალონში მანიკიურს აკეთებდა.

როცა ამერიკაში ვერავინ იპოვა ისეთი, ვინც ფრენის გაკვეთილებს ჩაუტარებდა 1920 წლის ნოემბერში საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი მან ფრენის ლიცენზია მოიპოვა.

პირველი ქალი რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა

ამელია ერჰარტმა 1928 წლის 17-18 ივნისს მგზავრის სტატუსით ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა.bpn

1932 წლის 20-21 მაისს კი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ატლანტის ოკეანეს მფრინავის სტატუსით გადაუფრინა. 1937 წლის 2 ივლისს, ამელია თავის შტურმანთან ერთად მსოფლიო გარშემო ფრენას ახორციელებდა, თუმცა ფინალურ სტადიაზე მათი თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში გაუჩინარდა. ერჰარტის ბოლო შეტყობინება რადიოგადამცემში იუწყებოდა, რომ თვითმფრინავში საწვავი ილეოდა.

პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიოს შემოუფრინა

1964 წლი 19 მარტს ჯერალდინა (ჯერი) მოკი პირველი ქალი პილოტი გახდა, რომელმაც მთელ მსოფლიოს შემოუფრინა.