საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის 7 425 უძრავი ძეგლია

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის 7 425 უძრავი ძეგლია. უმეტესობას ეკლესიები, ციხე-გალავნები, კოშკები, სასახლეები შეადგენს, თუმცა ჩამონათვალში შეგხვდებათ ასევე გამოქვაბულები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები, ბაღები. ძეგლების შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა მოცემული.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ჩამონათვალშია: ლაილაშის ბულვარი; დადიანების ბაღი და სასახლეთა კომპლექსი, 1897-1906 წლებით დათარიღებული პორტერის ტიპის ორთქლმავალი; 1897-1906 წლებით დათარიღებული წაღვერი- ცემის სარკინიგზო ხიდი; მარნეულში მდებარე მონუმენტი „კიდევაც დაიზრდებიან“.

ჩამონათვალში შედის ასევე: თელავში მდებარე მე-18 საუკუნის კარიბჭე, ალაყაფის კარი; ასევე თელავში მდებარე მე-19 საუკუნის 1-ლი ნახევრით დათარიღებული სავაჭრო რიგი; დაბა ასპინძაში მდებარე გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ხიდის ბურჯი; ვარძიის მიდამოებში არსებული განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული გამოქვაბულები; სოფელ დიდი სამსარის მიდამოებში მდებარე გამოქვაბული, რომელიც მე-10 საუკუნითაა დათარიღებული; სოფელ ჭვინთაში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული, გვირაბი; მე-19 საუკუნით დათარიღებული I-II-III წისქვილი, რომელიც სოფელ ქვილიშორში მდებარეობს; სოფელ ჩხარიში მდებარე წყარო "ორღარა", რომელიც გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება; შუა საუკუნეების ქვაბები, რომელიც სოფელ ძევრში მდებარეობს; ქვემო ბოდბეში მდებარე მე-11-მე-13 საუკუნეებით დათარიღებული გამოქვაბული კომპლექსი.