მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.
2016-2017 წლებში იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომანქანების სტატისტიკა ”ინტერპრესნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს 36 559 ავტომანქანა იქნა იმპორტირებული, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით კი ამ ციფრმა 13 000 შედგინა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრა.