2 წელში საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანების რიცხვმა 138 299 შეადგინა

2016-2017 წლებში იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანების რიცხვმა 138 299 შეადგინა.

”ინტერპრესნიუსის” მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით თანახმად, 2016 წელს საქართველოში 87 991 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი, ამ რიცხვმა 50 308 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. 2016 წელს 36 559 ავტომანქანა იქნა იმპორტირებული, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით კი - 13 000.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრა. მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შემცირება სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.