მსოფლიოს ნომერ პირველმა სოციალურმა ქსელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ფეისბუქში“ ამ დროისთვის 270 მილიონამდე ყალბი ან დუბლირებული გვერდია შექმნილი.
Business Insider-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელის ამჟამინდელი 2,07 მილიარდი ყოველთვიური მომხარებლიდან 10 პროცენტი ყალბი უნდა იყოს, რაც მათ მიერ ადრე ნავარაუდევ 6%-ზე მეტია.
რამდენიმე დღის წინ მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ კომპანიის ძალისხმევა, შეაჩერონ „ფეისბუქში“ მომრავლებული ყალბი გვერდები, სავარაუდოდ, მომავალში კომპანიის შემოსავლებზეც აისახება.
როგორც ცნობილია Facebook-მა უკვე აკრძალა იმ კომპანიის კუთვნილი ყალბი გვერდები, რომლებმაც ანგარიშები გვერდების სანაცვლოდ შეცდომით შექმნეს.
„ფეისბუქმა“ ასევე დახურა „სპამების“ გავრცელებისთვის სპეციალურად შექმნილი გვერდები.
Facebook-ში განმარტავენ, რომ ისინი ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობენ, თუმცა დეტალებისგან თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ კომპანია ცდილობს იყოს ნაკლებად „დაბინძურებული“, ვიდრე ეს Twitter-ის შემთხვევაშია.
კოკა კვირკველია