Google-მ ძალიან ბევრი რაღაც იცის და როდესაც ამას ვამბობთ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას არ ვგულისხმობთ.
საძიებო სისტემის ეს გიგანტი საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაციას თითოეულ ჩვენგანზეც ინახავს.
როდესაც ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი 1984-ზე მუშაობდა, ფიქრობდა, რომ დიდი ძმის ყოვლისმომცველი გავლენა პოლიციისა და წამების გზით დამყარდებოდა. მაშინ როდესაც ნოველის ბევრმა ასპექტმა განხორციელება დღევანდელ რეალობაში ჰპოვა, ერთი რამ მაინც ყურადღებისმიღმა დარჩა მწერალს. მას არც კი უვარაუდია, რომ კაცობრიობა საკუთარი სურვილით და თანაც ხალისით გაასაჯაროვებდა მსგავსი რაოდენობის პერსონალურ ინფორმაციას.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ Google-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც საკუთარი მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, ის ერთადერთი არ არის, ვისაც ჩვენ თავისუფალ წვდომას ვაძლევთ დემოგრაფიაზე ბრაუზერის ისტორიასა და პირად ინტიმურ მიმოწერაზეც კი.
თუ გსურთ, რომ Google თქვენზე მხოლოდ პირველადი საჭიროების ინფორმაციას ფლობდეს და არც ერთი მისხალით მეტს, ჩვენი რჩვეები უნდა გაითვალისწინოთ.
Google აგროვებს მონაცემებს თქვენი გადაადგილების შესახებ და როგორც ცნობილია მას თქვენი ხმის ჩანაწერებიც ექნება თუ მის ხმოვან საძიებო სისტემას იყენებთ. თქვენ შესახებ არსებული მსგავსი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: myactivity.google.com/myactivity. იხილეთ გაგრძელება