Hennessey Venom F5 მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილია

ტეხასურმა სუპერავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Hennessey Performance Engineering-მა მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი წარმოადგინა.

მოდელი სახელწოდებით Hennessey Venom F5 - 490 კმ/სთ სიჩქარემდე ავითარებს და ამას 1600 ცხენისძალიანი ბიტურბირებული V8 ძრავით ახერხებს. ძრავს 300 კმ/სთ-ს განვითარება 10 წამში შეუძლია, ხოლო 400კმსთ-ს 30 წამზე ნაკლებს ანდომებს, ამ მონაცემით კი აქამდე დაფიქსირებულ რეკორდებს აუმჯობესებს, რომელიც Bugatti „ვეიორნმა“ (42 წამი) და Koenigsegg „აგერამ“ 36,44 წამი) გასულ წლებში დაამყარეს.

ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 24 ეგზემპლარად გამოვა და 1,5 მილიონი დოლარი ეღირება. კომპანიამ მოდელს სახელწოდება ყველაზე მძლავრი შტორმის პატივსაცემად

დაარქვა.

წარმოდგენილი მოდელი დღეისთვის სერიულად წარმოებული ყველაზე სწრაფი ავტომობილია მსოფლიოში. მისი პრემიერა ლას ვეგასში გაიმართა.

კოკა კვირკველია