"ისი პარის" მაღაზიათა ქსელში Lady Card-ის კვირეული დაიწყო

"ბაზისბანკმა" დღეიდან "ისი პარის" მაღაზიათა ქსელში Lady Card-ის კვირეული დაიწყო.

ბანკის ცნობით, კვირეულის ფარგლებში "ისი პარის" მაღაზიებში (მარჯანიშვილის ქ. 19, ჭავჭავაძის გამზ. 11, გამსახურდიას გამზ. 11, ხიზანიშვილის ქ. 6 და მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე) ყველა მსურველს საშუალება ექნება უმოკლეს ვადაში და მარტივად Lady Card-ის მფლობელი გახდეს.

Lady Card-ის მფლობელები ნებისმიერ პროდუქციაზე  "ისი პარის" მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიური, 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.

"ბაზისბანკმა" საკრედიტო ბარათი Lady Card-ი ბაზარზე 2013 წლის მაისში გამოიტანა. როგორც ბანკში აცხადებენ, ამ დროისთვის Lady Card-ით 2000 ქალბატონი სარგებლობს.

Lady Card-ი ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი და მის მფლობელებს 60 დღიანი საშეღავათო პირობებით სარგებლობა შეუძლიათ. ბარათს მაღალი საკრედიტო ლიმიტი გააჩნია, დიზაინის შერჩევა კი თავად მფლობელს შეუძლია. გარდა ამისა, მფლობელი სარგებლობს ექსკლუზიური ფასდაკლებებით სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.