"საქართველოს რკინიგზის" განცხადებას ავრცელებს

”საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.