საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ფრანსუა პეშოს შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკია რეგიონში. ამის შესახებ პეშომ ჟურნალისტებს სსფ-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციის ფარგლებში განუცხადა.
„ნამდვილად საქართველოს ეროვნული ბანკი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ცენტრალური ბანკი, რადგან ძალიან კარგი რეგულაციები გააჩნია, ძალიან კარგად აწარმოებს ზედამხედველობას საბანკო სექტორში, პროაქტიურია და ცდილობს, რომ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა დაიცვას“, - განაცხადა ფრანსუა პეშომ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2018 წლის ინფლაცია შემცირდება და დაუახლოვდება ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ინფლაცია 2017 წლის მაჩვენებელზე მაღალია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ იმპორტზე ფასები და აქციზი მაღალია. ინფლაციის ერთჯერადი შოკები დავინახეთ. ველოდებით, რომ ინფლაცია შემცირდება 2018 წლის პირველ კვარტალში და დაუხლოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს“, - დასძინა ფრანსუა პეშომ.