ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, ბათუმის საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანპორტო კომპანია Hyundai Glovis-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ჯავახაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს Hyundai Glovis-ის პრეზიდენტმა კუნგბაე კიმმა და Hyundai Glovis-ის ევროპის პრეზიდენტმა სოჩულ კიმმა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების კორეული კომპანიის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფას. კორეული კომპანია ერთ-ერთი მსხვილი კორეული კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს.
კომპანიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.