"გუდვილის" რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადება გადაიდო

"გუდვილის" რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა 30 მაისამდე გადაიდო.

ამის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა რეაბილიტაციის მმართველმა კომპანიამ, "ფი ქეი ეფ ჯორჯიამ" (PKF) .

რეაბილიტაციის პროექტის გეგმის მომზადების გადავადების მიზეზი ის არის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება მოვალის ქონების საბოლოო შეფასების დადგენა-მოძიება და მათი სრულყოფილად აღრიცხვა. გარდა ამისა, არ დასრულებულა ინვენტარიზაციის პროცესი და მოვალის ფინანსური მდგომარეობის სრულად შესწავლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კრედიტორთა რიგგარეშე კრება 29 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 14 თებერვალს გამართულ კრედიტორთა კრებაზე, შპს "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა კომპანია PKF. 17 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციის გეგმა რეაბილიტაციის მმართველს, მოვალესა და 12 კრედიტორს, 42 დღის ვადაში უნდა მოემზადებინა.