ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები სულ უფრო იზრდება

წლიდან წლამდე ონლაინ ვიდეო რეკლამა ინტერნეტ რეკლამის სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ტრენდი ხდება.

მარკეტოლოგთა 52%-ის განცხადებით, ონლაინ ვიდეო რეკლამა ეს არის კონტენტის სახეობა, რომელსაც საუკეთესო ROI (ინვესტიციების უკუგება) აქვს.

ვიდეორეკლამა ინტერნეტ რეკლამის ერთ-ერთი ის სახეობაა, რომელიც ადვილად ამახსოვრდება მომხმარებელს, დიდ გავლენას ახდენს მასზე და უფრო სწრაფად ეხმარება რეკლამის დამკვეთს სასურველი მიზნის მიღწევაში.

ყოველდღიურად ადამიანები საკმაოდ დიდ დროს უთმობენ ვიდეოს ნახვას.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ვიდეოს ნომერ პირველ წყაროდ რჩება, სულ უფრო მატულობს ონლაინ ვიდეოს მნახველთა რაოდენობა,

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ონლაინ ვიდეო ყოველწლიურად 50%-ით იზრდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით კი, 2017 წელს ვიდეოს გლობალური მოხმარება სამომხმარებლო ინტერნეტ-ტრაფიკის 74%-ს მიაღწევს.

The Wall Street Journal-ის მონაცემებით კი , 2011-დან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში ონლაინ ვიდეო რეკლამის მომხმარება 10-ჯერ გაიზარდა და ეს ზრდა კვლავ გრძელდება. მეტიც, მოზარდ და ახალგაზრდა მომხმარებელს შორის ონლაინ ვიდეო რეკლამა საკაბელო ტელევიზიების ვიდეო რეკლამებს უსწრებს.

კომპანია Millward Brown-ის მიერ ჩატარებული კვლევის დღეში საშუალოდ 62 წუთს ხარჯავს ონლაინ ვიდეორეკლამაზე 35-დან 45 წლის ასაკის მომხმარებელი.

კომპანიის განცხადებით, მსგავსი ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება.

მზრადი სტატისტიკის ფონზე, რეკლამისდამკვეთები სულ უფრო ზრდიან ბიუჯეტს ვიდეო რეკლამაზე. "ინტერნეტ რეკლამის ეს სახეობა იდეალური შესაძლებლობაა იყო გამორჩეული", - ამბობენ რეკლამისდამკვეთები.

კომპანია YuMe-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 17% ვიდეორეკლამის ნახვას უპირატესობას დღის 12 საათამდე ანიჭებს, 3% - 12-დან 5 საათამდე, 4% - 5-დან 9 სააღამდე, 8% კი 9-დან შუაღამის 3 საათამდე.

ამავე კვლევის თანახმად, დილისა და შუადღის საათებში ვიდეორეკლამას ძირითადად სმარტფონებით ნახულობენ, ტაბლეტების, ლეპტოპებისა და კომპიუტერის მფლობელები კი მეტწილად საღამოს საათებში.

ვიდეორეკლამის პოპულარობა დღითიდღე მატულობს საქართველოშიც, სადაც წინმსწრები რეკლამები და სტატიაში განთავსებული ვიდეორეკლამა უკვე მყარად არის დამკვიდრებული ადგილობრივ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე.

მარკეტოლოგთა თქმით, სტატიაში განთავსებული ვიდეორეკლამა შეუძლებელია მომხმარებლის თვალთახედვის მიღმა დარჩეს. ზოგჯერ in-read (სტატიაში ჩასმულ ვიდეორეკლამას) ვიდეორეკლამას ხმა გამორთული აქვს, რომ მომხმარებელი არ გაღიზიანდეს. თუმცა აქვს ხმის ჩართვის უფლებაც და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.

ტრადიციული ბანერული რეკლამისგან განსხვავებით, in-read რეკლამას უკვე საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს. ასეთი სახის ვიდეორეკლამის ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევა ისიც, რომ ნაწილობრივ სატელევიზიო რეკლამის ალტერნატივაა, თუმცა სატელევიზიო რეკლამასთან შედარებით, ამ სახეობის რეკლამის ფასი უფრო დაბალია.

გარდა ამისა, სტატიაში განთავსებული ვიდეორეკლამის შემთხვევაში დამკვეთი შეზღუდული არ არის ქრონომეტრაჟში. ასეთი ვიდეო რეკლამა აუცილებლად ხვდება მომხმარებელს თვალში, არ გააჩნია გადახვევისა და გათიშვის ფუნქცია, რაც საბოლოო ჯამში, რეკლამის დამკვეთისთვის ძალიან დიდი უპირატესობაა. ასეთი სახეობის ვიდეორეკლამა პირველ რიგში, საუკეთესო საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად.

ინტერნეტში ვიდეორეკლამის განთავსება უცხოეთში აქტიურად 2007 წლიდან მოყოლებული დაიწყეს, როცა Google-მა YouTube 1,65 მილიარდ დოლარად იყიდა. სწორედ ამ პერიოდიდან ონლაინ ვიდეორეკლამამ რეკლამის გლობალურ ბაზარზე პოპულარობა შეიძინა.

ინტერნეტში ვიდეორეკლამის ნახვის შემდეგ მომხმარებელთა დაახლოებით 75% ახორციელებს რაიმე სახის ქმედებას, რომელიც უშუალოდ ნანახ რეკლამას უკავშირდება.