"ლაზიკა კაპიტალი" დივიდენდების გაცემას გეგმავს

სს "ლაზიკა კაპიტალი" 2013 წლის მოგებიდან დივიდენდების გაცემის საკითხს განიხილავს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭო, დივიდენდების გაცემაზე კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად აქციონერთა საერთო კრებაზე იმსჯელებს. კრებაზე ასევე განიხილავენ კომპანიის 2013 წლის ფინანსურ შედეგებს.

კრება 17 მაისს გაიმართება.

"ლაზიკა კაპიტალმა" ფუქციონირება 2000 წლის ოქტომბერში პატარა საკრედიტო პროექტის სახით, ზუგდიდში დაიწყო. ორგანიზაცია ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Oxfam-ის ინიციატივით და ხელშეწყობით, ასევე ჰოლანდიური ორგანიზაცია Novib-ის აქტიური თანამონაწილეობით ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია აფინანსებს სოფლის მეურნეობის ყველა დარგს, აქვს მცირე ფერმების საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო სქემები სხვადასხვა რეგიონში.