აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკი იუწყება.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 45 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.020 პროცენტით, მაქსიმალური 7.130 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.096 პროცენტით განისაზღვრა.