Google თქვენს იმეილს დამატებითი გასაღებით დაიცავს

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა სრულიად ინოვაციური ციფრული გასაღების გამოსვლა დააანონსა, რომელიც მომხმარებელებს საშუალებას მისცემს საკუთარი იმეილი ჰაკერებისგან სათანადოდ დაიცვას.

საიმედოობის გარანტად ამჯერად ახალი მოწყობილობა გვევლინებ,ა რომელიც მომხმარებელს მის მაილზე შესვლის დროს დამატებითი დასტურის გააქტიურებას მოსთხოვს, გასაღები კი ან ბლუთუსის ან USB პორტის საშუალებით დაუკავშირდება მოწყობილობას, საიდანაც მოხდება ნებართვა ავტორიზაციაზე. გარდა ამისა, გასაღები ამოიცნობს თქვენი „გუგლ ექაუნთის“ ბრაუზერს და სხვა მოწყობილობიდან შეღწევის საშუალებას არ მოგცემთ. ეს ყოველივე კი ჰაკერებს თქვენი მაილის გატეხვის შესაძლებლობას 100%-ით უსპობს.

გასაღების დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელმა აღდგენისთვის კომპანიას უნდა მიმართოს.  მოწყობილობის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა კომპანია მის გამოჩენას უახლოეს მომავალში აანონსებს, ხოლო ღირებულებად 20 დოლარს ასახელებს.

კოკა კვირკველია