საუდის არაბეთის ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებული პრინცების კუთვნილი 800 მილიარდი დოლარის აქტივებისა და საშუალებების კონფისკაციას გეგმავს.
ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal იუწყება. გამოცემის ცნობით, დაკავებული პირების საბანკო ანგარიშები გაიყინა. გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ კორუფციაში ბრალდებულებისთვის ჩამორთმეული აქტივები სახელმწიფოს საკუთრება გახდება. წყაროს ინფორმაციით, ჩამორთმეული აქტივების საერთო ღირებულება 800 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, „ამ თანხების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ არის განთავსებული, რაც გაართულებს მათი დაბრუნების პროცესს“.
5 ნოემბერს საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა 11 პრინცი და დაახლოებით 30 ყოფილი და მოქმედი მინისტრი დააკავა კორუფციაში ბრალდებით.