ოკუპირებული აფხაზეთი „ეროვნული“ კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა მოსკოვში გამართული კონფერენციის „Blockchain: უკანა გზა არ არის“ შემდეგ. ოკუპირებული აფხაზეთის „ეროვნული“ კრიპტოვალუტის შექმნის ხარჯები დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტის შემოღებასთან ერთად შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში უარი თქვან ჩვეულებრივი ფულის მიმოსვლაზე. ოკუპირებულ აფხაზეთში იმედოვნებენ, რომ თუ მალე მოასწრებენ აღნიშნულის განხორციელებას, „პირველი „ქვეყანა“ იქნებიან, სადაც ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებენ“.