საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" სახით აქვეყნებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.